08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
გადამდგარი იაცენიუკი, მისი დაპირისპირება სააკაშვილთან და უკრაინის პრემიერობის შესაძლო პრეტენდენტები

უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. 

"მივიღე გადაწყვეტილება მოვიხსნა უკრაინის პრემიერმინისტრის უფლებამოსილება, სამშაბათს 12 აპრილს გადაწყვეტილება უმაღლეს რადაში იქნება შეტანილი. დღეიდან ჩემს ამოცანებს უფრო ფართოდ ვხედავ, ვიდრე მთავრობის მეთაურის მოვალეობებია,"-განაცხადა იაცენიუკმა სპეციალურ მიმართვაში.

მის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ამ ფაქტს ბრძოლის პირველი შედეგი უწოდა.

თებერვალში, როდესაც რადამ სცადა იაცენიუკის გადაყენება მას ხმები დააკლდა და მათ შორის ვინც იაცენიუკის გადადგომას ხმა არ მისცა პოროშენკოს პარტიის წევრებიც იყვნენ.

ამ პერიოდში პრეზიდენტსა და გურბერნატორს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
რთული ურთიერთობები ჰქონდათ მთავრობის შიგნით სხვა ქართველ რეფორმატორებსაც - ცოტა ხნის წინ დავით საყვარელიძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

რამდენიმე თვის წინ კი საზოგადოებამ იხილა სკალნდალური კადრები, როდესაც ერთ-ერთს ხდომაზე შს მინისრმა ავაკოვმა სააკაშვილს ჭიქა ესროლა, სააკაშვილი კი მნინისტრს კორუმპირებულობაში ადანაშაულებდა.

მიხეილ სააკაშვილს ასევე დაპირისპირება აქვს უკრაინელ ოლიგარქებთან მათი კორუმპირებულობის ნიადაგზე.  

უკრაინულ მედიაში კი გაჩნდა განცხადებები, რომ უმაღლესმა რადამ შესაძლოა პრემიერის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე გროისმანი დაასახელოს, რომელსაც პეტრო პოროშენკოს პარტიის საპარლამენტო ბლოკი ლობირებს.

ავტორი:პაატა იაკობაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები