08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
პოროშენკო პრემიერმინისტრის პოსტზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურას უჭერს მხარს

უკრაინის პრეზიდენტი პრემიერმინისტრის პოსტზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურას უჭერს მხარს. პეტრო პოროშენკომ მის შესახებ უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პოროშენკო იმედოვნებს, რომ 12 აპრილს უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო კოალიცია შეიქმნება, რომელიც ახალ პრემიერს წარადგენს. მინისტრთა ახალი კაბინეტის არჩევისას თანამდებობებს, სავარაუდოდ, შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, რასაც არ გამორიცხავენ სახალხო ფრონტში.

როგორც აცხადებენ, შეთანხმება სახალხო ფრონტსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკს შორის უკვე არსებობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები