08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
”მთელი ევროპა თავდასხმების საფრთხის წინაშე დგას"- საფრანგეთის პრემიერი

”მთელი ევროპა და განსაკუთრებით საფრანგეთი, თავდასხმების საფრთხის წინაშე დგას,”- განცხადება საფრანგეთის პრემიერმა ალჟირში ვიზიტისას გააკეთა.

მანუელ ვალსი ბელგიელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტერორისტთა ის ჯგუფი, რომლებმაც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოაწყეს, თავდასხმას პარიზშიც გეგმავდნენ.

13 აღკვეთილი ტერორისტული აქტის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 80 ადამიანი დააკავეს.

”ტერორისტთა ქსელების ლიკვიდაცია არ ნიშნავს, რომ საფრთხეც ლიკვიდირებულია,”- განაცხადა მინისტრმა.

 

დღის ამბები