08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
შეტაკება მაკედონიელ სამართალდამცველებთან - დაშავდა 300-მდე მიგრანტი

მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე სამართალდამცველებთან შეტაკებისას 300-მდე მიგრანტი დაშავდა. ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშე ადასტურებს.

შეტაკება მაკედონიელ სამართალდამცველებთან იმ დროს მოხდა, როდესაც მიგრანტებმა საზღვარზე აღმართული ბარიერის ძალით გარღვევა სცადეს. სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საბერძნეთში მაკედონიის საზღვართან 11 ათასამდე მიგრანტი უკვე მეორე თვეა იმყოფება. ჩრდილოეთ ევროპისკენ წასვლას ისინი ბალკანეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ.

დღის ამბები