08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ევროკომისია უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოვა

ნიდერლანდების რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკომისია უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, განცხადებები ამ თემაზე ბრიუსელშიც გაკეთდა.

სააგენტო როიტერი, ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკანონმდებლო წინადადებას ამ თვეში წარადგენს, თუმცა დოკუმენტში იქნება პუნქტი, რომლის თანახმადაც, ქვეყნებს სავიზო რეჟიმის აღგენა შეეძლებათ, თუ მიგრანტების ნაკადი ზედმეტად მასშტაბური აღმოჩნდება.

დღის ამბები