08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ჯონ კერი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა

ჯონ კერი შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა. კერიმ მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური დაბომბვის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

სახელმწიფო მდივანი ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მოლაპარაკებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, განხილვის მთავარი თემები კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის კრიზისია.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა უკვე მოუწოდეს რუსეთს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას. 

დღის ამბები