08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
აფეთქებების სერია სტავროპოლში - სამმა მებრძოლმა შსს განყოფილებაზე თავდასხმა სცადა

აფეთქებების სერია სტავროპოლში. სოფელ ნოვოსელიცკოეში სამმა მებრძოლმა შინაგან საქმეთა განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. ერთმა თვითმკვლემა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოასწრო, დანარჩენი ორი კი ადგილზე მოკლეს. 

პოლიციელებისა და მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი არ არის. თვითმხილველთა განცხადებით, მათ სამი აფეთქების ხმა გაიგეს. შედეგად დაზიანდა განყოფილების შენობა და პოლიციის მანქანა.

ახლოს მდებარე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ევაკუაცია განხორციელდა. რაიონული მასშტაბით კი სასწავლო დაწესებულებების დაცვა გააძლიერეს. მომხდარის გამო სტავროპოლში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.

დღის ამბები