08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ყოფილ მთავრობას იაროსლავ კაჩინსკიც აკისრებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ყოფილ მთავრობას იაროსლავ კაჩინსკიც აკისრებს.

განცხადება პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა და კატასტროფის დროს დაღუპული პრეზიდენტის ძმამ ვარშავაში, ტრაგედიის 6 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

იაროსლავ კაჩინსკის თქმით, გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა დონალდ ტუსკის ხელისუფლებას ეკისრება და ის უნდა დაისაჯოს.

2010 წელს, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, ევროპული საბჭოს ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.

დღის ამბები