08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
უკრაინის რადას ახალი მთავრობის დასამტკიცებლად დრო კვირის ბოლოს ეწურება

უკრაინის რადას ახალი მთავრობის დასამტკიცებლად დრო კვირის ბოლოს ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე, სავარაუდოდ პრეზიდენტი რადას დაითხოვს. ამ დროისთვის მხოლოდ სავარაუდო გვარები სახელდება. არ არის გამორიცხული არსენი იაცენუკის პოსტი პარალამენტის თავმჯდომარემ ჩაიბაროს.

არსენი იაცენუკის განცხადებას გადადგომის შესახებ რადა სავარაუდოდ ხვალ განიხილავს. პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მოქმედმა პრემიერმა 2-თვიანი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიიღო. მას ჯერ კიდევ თებერვცალში მოუწოდა პრეზიდენტმა გადადგომისკენ, რადგან მთავარობა ვერ გაუმკლავდა ვერც რეფორმებს და ვერც კორუფციას. უკრაინული მედია იმასაც წერდა, რომ არსენი იაცენუკს პრემიერის პოსტის დათმობის სანაცვლოდ სხვა თანამდებობებზე დანიშვნა შესთავაზეს, თუმცა პრეზიდენტის გუნდში ამ ცნობას კატეგორიულად უარყოფენ.

უკრაინული მედია დღეს იმასაც წერს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ ხელმძღვანელს ახალ კაბინეტში გადაიყვანენ. თავად ოდსის გუბერნატორი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იაცენუკის გადადგომას მიესალმა და ბრძოლის პირველი შედეგი უწოდა.

ვინ მოხვდება ახალ მინისტრთა კაბინეტში, ოფიციალურად ჯერ არ სახელდება. ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები პოსტებს შენარჩუნებენ.

დღის ამბები