08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრაქტიკულად ყველა პოზიცია შეთანხმებულია - რადას თავმჯდომარის პრეს სპიკერი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრაქტიკულად ყველა პოზიცია შეთანხმებულია - განცხადება ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარის პრეს სპიკერმა გვიან ღამით გააკეთა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ვლადიმირ გროისმანი პირველი ვიცე სპიკერის თანმდებობაზე ვიტალი კოვალჩუკის კანდიდატურას დათანხმდა. სანაცვლოდ კი მას მინისტრთა კაბინეტის 5 წევრის დანიშვნის საშუალება ექნება.

მოლაპარაკებები რადაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. უკრაინის უმაღლესი რადა პრემიერ არსენი იაცენიუკის განცხადებას გადადგომის შესახებ, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს. პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მოქმედმა პრემიერმა ორ თვიანი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიიღო.

უკრაინის უმაღლეს რადაში მიმდინარე მოვლენებს პრეს კონფერენციით გამოეხმაურა ოდესის ოლქის გუბერნატორი. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება რეფორმების ჩატარების ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში.  

დღის ამბები