08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმა მაღალჩინოსნებს საგადასახადო დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მაღალჩინოსნებს საგადასახადო დოკუმენტაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. თავად დევიდ ქემერონმა საკუთარი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.

ამ ქმედებით პრემიერმინისტრი შეეცადა, ბოლო დღეების განმავლობაში მის პირად ფინანსურ მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვებზე გაეცა პასუხი, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტის ზოგიერთი წევრის აზრით, დოკუმენტაციის შესწავლამ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი კითხვები გაუჩინა.

პარალელურად, პანამაში მოსაკ ფრონსეკას საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობს. გამომძიებლები, რომლებიც იურიდიული ფირმის ოფისში მივიდნენ, დეტალებზე არ საუბრობენ. ფირმის ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველები ინტერნეტ დანაშაულის კვალს ეძებენ, რადგან კომპანია თვითონ გახდა მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი.

მოსაკ ფრონსეკაზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად პოლიტიკოსებისა და მსოფლიო ლიდერების სავარაუდო უკანონო საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი.

დღის ამბები