08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
შეერთებული შტატები უკრაინის პარლამენტს მოკლე დროში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები უკრაინის პარლამენტს მოკლე დროში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მარკ ტონერმა გააკეთა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ახალი კაბინეტი მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და მსოფლიო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს"– განცხადა მარკ ტონერმა.

უკრაინის პრემიერის გადადგომას გამოეხმაურნენ თეთრ სახლშიც.

“თეთრი სახლის ადმინისტრაცია დიდი ხანია აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრემიერმა იაცენიუკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაშინ როდესაც ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე იდგა. ის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო,” - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯოშ ერნესტმა.

დღის ამბები