08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
მორიგი აფეთქება თურქეთში - დაღუპულია ერთი სამხედრო

მსხვერპლი მოჰყვა მორიგ აფეთქებას თურქეთის ქურთებით დასახლებულ რეგიონში. ქალაქ ჰანიში დანაღმული მანქანა ჟანდარმერიის ბაზას შეეჯახა. შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა. დაშავებულია 47 ადამიანი.

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე ბლოკირებულია. ადგილზე 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული. ოფიციალური პირების განცხადებით, დაშავებულებს შორის 39 ჯარისკაცი და 8 მშვიდობიანი მოქალაქეა. ყველა მათგანი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობოთ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცველები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ. 

დღის ამბები