08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ყირგიზეთი სამთავრობო კრიზისის ზღვარზეა

სამთავრობო კრიზისის ზღვარზეა ყირგიზეთი. ქვეყნის პრემიერმინისტრი მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგა. თემირ სარიევმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო კომისიამ მინისტრთა კაბინეტის წევრები კორუფციაში დაადანაშაულა.

კომისიამ დაასკვნა, რომ მთავრობა უკანონო გარიგებაში შევიდა ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც ლიცენზიისთვის არასაკმარისი საბუთების მიუხედავად, მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი მოაგებინა.

პრემიერმა სარიევმა გამოთქმული ბრალდებები უარყო და პრეზიდენტს ტრანსპორტის მინისტრის გადაყენება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

თემირ სარიევი მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობებს ახალი პრემიერის დანიშვნამდე შეასრულებს. 

დღის ამბები