08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"უკრაინას სჭირდება სასწრაფო და რადიკალური რეფორმები," - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ოდესის გუბერნატორი.

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ პოროშენკოს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა. პირველ რიგში ეს ეხება ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას და რადიკალური რეფორმების გატარებას. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი რეფორმატორთა გუნდი პოსტებს დატოვებს.

სააკაშვილის თქმით, მხოლოდ არსენი იაცენუკის გადადგომით, უკრაინაში კორუფციის პრობლემას ვერ მოგვარდება.

„დავიღალეთ ცარიელი დაპირებების მოსმენით, როდესაც ძველი კორუმპირებული სისტემა ნაბიჯ–ნაბიჯ რევანშისკენ მიდის. უკრაინას სჭირდება სასწრაფო და რადიკალური რეფორმები. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის ამ რეფორმების უზრუნველყოფა. ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომლიც აუცილებელია ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორც ოდესის ოლქში, ასევე მთელს უკრაინაში. მოვითხოვთ, შეიქმნას ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა. ვითხოვთ ოდესის მთავარი პროკურორის, სეპარატისტი და ოლიგარქი სტოიანოვის თანამდებობიდან მოხსნას. დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის მერის წინააღმდეგ მის ოფშორულ კომპანიებთან და რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელები, ისინი ვინც უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად კი არ იბრძვის, არამედ ძარცვასა და ბანდიტიზმშია ჩართულია. ჩვენ ლოდინს აღარ ვაპირებთ, ჩვენ შევცვლით არსებულ სისტემას დღევანდელი ხელისუფლებით ან მის გარეშე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები