08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
უკრაინის საპარლამენტო კოალიცია პრემიერის პოსტზე ვლადიმერ გროისმანს წარადგენს

უკრაინის საპარლამენტო კოალიცია უახლოეს მომავალში პრემიერის პოსტზე რადას სპიკერის ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურას წარადგენს. პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უკვე გაასაჯაროვა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები პოსტებს ინარჩუნებენ. ჯერ-ჯერობით არ არის შეთანხემბული ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრთა კანდიდატურები.

პარლამენტში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი. მან კონსულტაციები გამართა ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრებთან და პარლამენტარებს მოუწოდა უმოკლეს ვადაში უყარონ კენჭი ახალ მინისტრთა კაბინეტს. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე გროისმანის დამტკიცების შემთხვევაში რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი გახდება.

დღის ამბები