08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
აშშ უკრაინის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის უმოკლეს ვადაში დამტკიცებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის უმოკლეს ვადაში დამტკიცებისკენ მოუწოდებს შეერთებული შტატები. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მარკ ტონერმა გააკეთა. მისი თქმით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ახალი კაბინეტი ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს მხარს დაუჭერს. უკრაინის პრემიერის გადადგომას გამოეხმაურნენ თეთრ სახლშიც.

"თეთრი სახლის ადმინისტრაცია დიდი ხანია აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრემიერმა იაცერნიუკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაშინ როდესაც ყვეყანა რთული გამოწვევების წინაშე იდგა. ის შეერთებული შტატებისთვის მნმნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. მოხარულები ვართ, რომ იაცენიუკი პრემიერ მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის დანიშვნამდე დარჩა", - განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნსტიმ.  

დღის ამბები