08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პრეზიდენტის ულტიმატუმის მიუხედავად, რადამ მთავრობა ვერ დაამტკიცა

მოლაპარაკებები უკრაინის ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე ჩიხში შევიდა. პრეზიდენტის ულტიმატუმის მიუხედავად, რადამ დღეს ვერც არსენ იაცენუკი გადააყენა და ვერც ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. ორივე საკითხზე კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

მიზეზი ის გახდა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და პეტრო პოროშენკო მთავრობის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. უთანხმოების მიზეზი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი გახდა. ვლადიმერ გროისმანი მის ჩანაცვლებას მოითხოვდა.

იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ გროისმანი წარდგენილ კანდიდატურებს არ დათანხმდება, შესაძლოა, მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე უარი თქვას. ამ შემთვევაში კოალიციაში შემავალ სახალხო ფრონტსა და პეტრო პოროშენკოს ბლოკს მთვრობის ხელმძღვანელის პოსტზე სხვა კანდიდატის მოძებნა მოუწევთ.

 

დღის ამბები