08 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ამსტერდამის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს აეროპორტის შენობის სახიფათო ნაწილიდან მოქალაქეების გამოყვანა. 

არსებული ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი უცხო ჩანთა გახდა, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.

სოციალურ მედიაში წერენ, რომ აეროპორტის შენობის მცირე ნაწილია პარალიზებული. 

CNN-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი. მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო არ გადადებულა რეისებიც. 

 

TWITTER

დღის ამბები