08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
განგაში ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში - ნაპოვნია საეჭვო პაკეტი

განგაში ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში. სხიფოლში რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი მგზავრი დააკავეს, რომელსაც საეჭვო პაკეტი გადაჰქონდა.

საფრთხის გამო აეროპორტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. 4 საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო შენობასთან მისასვლელი ყველა გზა. უასფრთხოების მიზნით, მგზავრები და პერსონალი გამოიყვანეს.

სამართალდამცველებმა საეჭვო პაკეტი უკვე შეამოწმეს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

ღამით ევაკუირებული იყო ლაიდენის რკინიგზის სადგურიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.

დღის ამბები