08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
უკრაინის პარლამენტი ახალი პრემიერის ვინაობაზე უკვე შეთანხმდა

უკრაინის პარლამენტი ახალი პრემიერის ვინაობაზე უკვე შეთანხმდა - განცხადება პარლამენტის წევრმა, იური ლუცენკომ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, ასევე შეთანხმებულია მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა, თუმცა ლუცენკო მათ არ ასახელებს.

მას შემდეგ, რაც არსენ აიცენიუკმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე რადას ამჟამინდელი სპიკერის - ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა განიხილებოდა.

მოლაპარაკება თითქმის მთელ დღეს გაგრძელდა, თუმცა საბოლოო შეთანხმებას უკრაინელმა დეპუტატებმა ვერ მიაღწიეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში რჩება. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ მთავრობის ფორმირება რაც შეიძლება სწრაფად მოხდება და კრიზისი ხელს არ შეუშლის აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

დღის ამბები