08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის მტკიცებულებები - მოსაკ ფონსეკას პანამის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსაკ ფონსეკას პანამის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს - შენობაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება მუშაობს.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველები ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის მტკიცებულებებს ეძებენ.

პანამური იურიდიული კომპანიის კუთვნილი მილიონობით დოკუმენტი მსოფლიო მედიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა. საბუთებში, რომლებიც ფულის გათეთრებასთან და ოფშორული კომპანიების დაფუძნებასთანაა დაკავშირებული, სხვადასხვა ქვეყნის 72 ყოფილი და მოქმედი ლიდერი, მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან ნახსენები.

დღის ამბები