08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ენდი უორჰოლის ნამუშევრები მოიპარეს

შეერთებულ შტატებში ენდი უორჰოლის ნამუშევრები მოიპარეს. 7 ნახატი დაუდგენელმა პირებმა სპრინგფილდის მუზეუმიდან გაიტაცეს.

ძარცვა ჯერ კიდევ 7 აპრილს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ დაკარგული ნამუშევრების შესახებ ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდოს სახით 25 ათასი დოლარი დააწესა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, შვიდივე მოპარული ნამუშევარი ერთი ციკლის ნაწილია, რომელიც მთლიანობაში 10 ნახატს მოიცავს. მისი ღირებულება კი 500 ათას დოლარს აჭარბებს.

დღის ამბები