08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
საფრანგეთში წლების წინ დაკარგული კარავაჯოს ტილო აღმოაჩინეს

საფრანგეთში წლების წინ დაკარგული კარავაჯოს ტილო აღმოაჩინეს. ნახატი, რომელზეც ბიბლიური სცენაა ასახული, სადაც ივდითი თავს კვეთს ოლოფერნს, ტულუზას მახლობლად, ერთ-ერთი სახლის სხვენში შემთხვევით იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტილო 150 წელზე მეტ ხანს სხვენში ინახებოდა, ექსპერტების თქმით, მას დაზიანებები არ აქვს. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ ტილო კარავაჯომ სავარაუდოდ 1604-1605 წლებში დაწერა, როდესაც რომში ცხოვრობდა.

ნახატს ამ დროისთვის ექსპერტები სწავლობენ და აცხადებენ, რომ თუ კვლევამ დაადასტურა, რომ ტილო ნამდვილად კარავაჯოს ეკუთვნის, მისი ფასი 140 მილიონ დოლარს მიაღწევს.

დღის ამბები