08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
უკრაინის მთვრობის ფორმირებაზე დღეს კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება

უკრაინის მთვრობის ფორმირებაზე დღეს კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. პარლამენტის ვიცე სპიკერმა პლენარული სხდომა კვლავ დახურა და განაცხადა, რომ ახალი კოალიციის ფორმირებისთვის პეტრო პოროშენკოს ბლოკმა და სახალხო ფრონტმა მოლაპარაკებებისთვის დრო ითხოვეს.

შემდეგი სხდომა რადაში ხვალ გაიმართება. უკრაინის პრემიერ მინისტრის კანდიდატურასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე შეთანხმება მიღწეულია. კონსულტაციები პარლამენტშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.

პეტრო პოროშენკოს ბლოკში აცხადებენ, რომ კენჭისყრა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. 

დღის ამბები