08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ბელგიის სასამართლომ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილები გაათავისუფლა

ბელგიის სასამართლომ პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილები გაათავისუფლა. საუბარია 3 პირზე, რომლებიც ძლოვანებმა სამშაბათს სპცეოპერაციის დროს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების საქმეზე დასაკითხად აიყვანეს. ჩვენების მიცემის შემდეგ კი სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების გამოძიების ფარგლებში ბელგიელი ძალოვანები მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებენ და ისლამურ სხელმწიფოსთნ კავშირში ეჭვმიტანილებს აკავებენ.

ბელგიის პროკურატურამ ტერორიზმის ბრალდება გუშინ კიდევ 2 დაკავებულს წაუყენა, რომლებიც ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე არიან დაკავებულები.

დღის ამბები