08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ავარია დონეცკის მაღაროში - დაღუპულია ერთი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილ მაღაროელებზე ინფორმაცია კი უცნობია

დონეცკის მაღაროში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ღამით მოხდა. იმ დროს მაღაროში 15 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. უმეტესობამ შახტიდან ამოსვლა მოახერხა. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.

მსხვერპლით დასრულდა კიდევ ერთი ავარია, რომელიც უგლეგორსკის მაღაროში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მაღაროში მადანი ჩაინგრა და ერთი მუშა იმსხვერპლა. ავარიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები