08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
უკრაინის პარლამენტმა შესაძლოა დღეს ახალი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს

უკრაინის პარლამენტმა შესაძლოა დღეს ახალი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს. კენჭისყრის დაწყებამდე, დეპუტატების წინაშე სიტყვით ქვეყნის მოქმედი პრემიერი, არსენი იაცენიუკი და პრეზიდენტი გამოვლენ.

მიმართვის შემდეგ პეტრე პოროშენკო რადას დასამტკიცებლად კოალიციის მიერ შეთავაზებული პრემიერმინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. ეს არის პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი, რომლის დასანიშნადაც 226 ხმა არის საჭირო.

დეპუტატები დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურასა და მთავრობის შემადგენლობას. მინისტრთა კაბინეტში პოსტებს ინარჩუნებენ შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

დღის ამბები