08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"რუსეთს თურქეთი მეგობარ ქვეყნად მიაჩნია და პრობლემები მხოლოდ ზოგიერთ პოლიტიკოსთან აქვს", - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ხალხთან გასაუბრების ასეთი ფორმატი - "პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან" უკვე მეთოთხმეტედ იმართება.

შეკითხვების დიდი ნაწილი სოციალურ თემებს, ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო სფეროებს ეხება. თუმცა ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს იმ მეზობელ ქვეყნებზეც, რომლებთანაც დღეს რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს თურქეთი მეგობარ ქვეყნად მიაჩნია და პრობლემები მხოლოდ ზოგიერთ პოლიტიკოსთან აქვს.

დღის ამბები