08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
პროვოკაციული უწოდა აშშ-მ რუსული მომბდამშენების მიახლოებას ამერიკულ სამხედრო ხომალდთან

რუსული ბომდამშენების მიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოების ფაქტს ვაშინგტონში საშიშსა და პროვოკაციულს უწოდებენ. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის განცხადებით, ინციდენტი არ შეესაბამება შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში მოქმედების პროფესიულ ნორმებს.

რუსულმა სუ 24-ებმა ამერიკულ ხომალდს ბალტიის ზღვაში რამდენჯერმე გადაუფრინეს. პენტაგონმა ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელა.

კაპიტნის განცხადებით, რუსული ბომბდამშენები, რომლებიც იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა, რაკეტგამანადგურებელ ხომალდს 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და თავდასხმის ინსცენირება განახორციელეს.

დღის ამბები