08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
"რუსეთის აგრესია უკრაინაში ნატო-სთვის მოულოდნელი არ ყოფილა," - ალექსანდრე ვერშბოუ

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნატოსთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა- განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ კიევში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.

"ჩვენ უკვე ვიხილეთ მსგავსი სიტუაცია 2008 წელს საქართველოში და ის რომ, კრემლი არ განიხილავს სუვერენიტეტს, როგორც სერიოზულ არგუმენტს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში"- განაცხადა ვერშბოუმ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსი ამ ფაქტს არასდროს შეეგუება.

დღის ამბები