08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
მიწისძვრას იაპონიაში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. 6 მთელი 4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე იგრძნობოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელთა ნანგრევებშიც შესაძლოა ხალხი ამ დრომდე იყოს მოყოლილი. ძლიერი ბიძგების მიუხედავად, იაპონიის სანაპიროსთან ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა, არ შეფერხებულა კუნძულზე მდებარე ორი ატომური სადგურის მუშაობაც.  

დღის ამბები