08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 250-მდე ადამიანი.

ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა შენობების ნგრევა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ნანგრევების ქვეშ მოყოლილების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ათასობით ადამიანმა ღამე ღია ციხ ქვეშ გაატარა. 6,4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მოხდა.

სამაშველო ოპერაცია მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები