08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ნიუ იორკში

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ნიუ იორკში. რამდენიმე ასეული ადამიანი გრანდ ჰაიატის წინ შეიკრიბა, სადაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების და პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა იყო დაგეგმილი.

დემონსტრანდები დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქციის მონაწოლეების თქმით, ისინი კანდიდატების შეხვედრის ჩაშლას აპირებდნენ.

ადგილზე გრანდ ჰაიატთან პოლიციის ქვედანაყოფები იყო მობილიზებული. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები