08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
პანამამ მონაცემთა ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სისტემას დაუჭირა მხარი

პანამის ხელისუფლებამ საბანკო და საგადასადო მონაცემების ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სისტემის შემოღებას დაუჭირა მხარი. მონაცემთა გაცვლის სისტემაზე ევროპის უდიდესი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ.

ე.წ. პანამის დოკუმენტების’ სკანდალის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლები კომპანიების მფლობელების ვინაობის, ასევე ფონდების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მიღწეული შეთანხმება კომპანიების რეალური მფლობელების მიერ გადასახადების თავიდან აცილებისა და შემოსავლების დამალვის პროცესს გაართულებს.

დღის ამბები