08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს რუსული ბომბდამშენების ჩამოგდების უფლება ჰქონდათ"- ჯონ კერი

"შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს რუსული ბომბდამშენების ჩამოგდების უფლება ჰქონდათ,"- განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.

ჯონ კერი ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც რუსეთის კუთვნილი სუ-24 ტიპის თვითმფრინავებმა შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს რამდენჯერმე ჩაუფრინეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მომხდარს საშიში პროვოკაცია უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტი მომავალში არ განმეორდება.

მომხდარს ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საზღვრების გასწვრივ რისკი გაზრდილია. ის მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სამხედრო მოქმედებების დროს, გამჭვირვალობის გაზრდის აუცილელბოაზე საუბრობს. 

"ბოლო დროს ჩვენი საზღვრების გასწვრივ გაზრდილი რისკებს ვხედავთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ გამჭირვალობა სამხედრო მოქმედებების დროს, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს,“-განაცხადა იენ სტოლტენბერგმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები