08 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
თანამდებობას ამჯერად ესპანეთის მრეწველობის უწყების ხელმძღვანელი ტოვებს

ოფშორული სკანდალის გამო პოსტიდან კიდევ ერთი ევროპელი მინისტრი მიდის. თანამდებობას ამჯერად ესპანეთის მრეწველობის უწყების ხელმძღვანელი ტოვებს.

ხოსე მანუელ სორიას გვარი ეგრეთ წოდებულ პამანის დოკუმენტებში დასახელდა, თუმცა თავად მინისტრი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია, მაგრამ პოსტს ტოვებს, რადგან არ სურს დროებით მთავრობას იმიჯი შეულახოს.

საპარლამენტო არჩევნები ესპანეთში დეკემბერში ჩატარდა, თუმცა მთავრობის სრულად ფორმირება ვერ მოხერხდა. ამიტომ ივნისში განმეორებითი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს.

დღის ამბები