08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 22 მარტს აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ჟაკლინ გალანი ოპოზიციამ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მინისტრმა რეალური საფრთხეები უგულვებელყო და სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიმართა.

ოპოზიციამ 2015 წლით დათარიღებული ევროკავშირის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტიც გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბელგიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად არის დაცული. ამ ბრალდებების შემდეგ ტრანსპორტის მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ჟაკლინ გალანმა განცხადება ხელმოსაწერად უკვე წარუდგინა პრემიერმინისტრს.

დღის ამბები