08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია - ლიდერები რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

პეტრო პოროშენკომ, ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა უკრაინელი მფრინავის პატიმრობის საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს და აღნიშნეს, რომ ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის გამო, მკვეთრად გაუარესდა.

უკრაინელი პილოტი რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან კი პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილობა დაიწყო.

ვლადიმერ პუტინმა გუშინელი სატელევიზიო პრესკონფერენციის შემდეგ დაადასტურა, რომ უკრაინელი მფრინავის შესაძლო გადაცვლის საკითხი განხილვის პროცესშია.

დღის ამბები