08 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
იაპონელმა მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან 8 თვის ბავშვი ამოიყვანეს

იაპონელმა მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან 8 თვის ბავშვი ამოიყვანეს. ჩვილმა ნანგრევებში თითქმის 24 საათი გატარა. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაცია მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 9 ადამიანი, ათასზე მეტი კი დაშავდა.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულ კიუსიუზე გუშინ დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, თუმცა ოფიციალური პირების ინფორმაციით, ატომური ელეტროსადგურები არ დაზიანებულა.

დღის ამბები