08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ბირმინჰემში გვიან ღამით ჩატარდა, ძალოვანებმა სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს, კიდევ ერთი ქალი კი სამართალდამცველებმა გეტვიკის აეროპორტში აიყვანეს. ყველა მათგანი ტერაქტების მომზადებასა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ოპერაცია დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარდა, მასში საფრანგეთისა და ბელგიის სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. დამატებით ინფორმაციას გამოძიება არ ახმაურებს. ასევე უცნობია აქვთ თუ არა დაკავებულებს კავშირი პარიზისა და ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან.

დღის ამბები