08 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ჰოლანდიის ერთ-ერთი მუზეუმიდან 10 წლის წინ მოპარული ნახატები უკრაინაში იპოვეს

ჰოლანდიის ერთ-ერთი მუზეუმიდან 10 წლის წინ მოპარული ნახატები უკრაინაში იპოვეს. 4 ნამუშევარი, რომლებიც მეთექვსმეტე - მე​ჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელ მხატვრებს ეკუთვნით, უკრაინის სპეცსამსახურმა პრორუსი სეპარატისტის ვილაში აღმოაჩინა. მათი საერთო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

ერთ-ერთი ნატურმორტი ფლორის ვან სხოტენს ეკუთვნის და იმ 24 ფერწერულ ნამუშევარს შორის იყო, რომლებიც 2005 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰორნის მუზეუმიდან მოიპარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოჩენილი ნახატები ჟურნალისტებს ჰოლანდიის ელჩთან ერთად წარუდგინა და განაცხადა, რომ დანარჩენი 20 დაკარგული ნახატის ადგილსამყოფელიც ცნობილია. სავარაუდოდ ნაწილი დონბასში, ნაწილი კი რუსეთის ტერიტორიაზე ინახება.

დღის ამბები