08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
განმეორებითი მიწისძვრების შემდეგ იაპონიაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

განმეორებითი მიწისძვრების შემდეგ იაპონიაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კიუსიუზე წუხელ მოხდა, წინა დღეს კი იმავე რაიონში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იგრძნობოდა.

სტიქიას, საერთო ჯამში, 27 ადამიანი ემსხვერპლა, 18 - გუშინ, 9 კი გუშინწინ დაიღუპა.

განმეორებითი მიწისძვრის შემდეგ იაპონიის სანაპიროსთან ცუნამის განგაშიც გამოცხადდა, რომელიც ერთი საათის შემდეგ მოიხსნა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი კუმამოტო დააზარალა, სადაც ასობით საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაზიანდა მაგისტრალები და ელექსტროგადამცემი ხაზები. ჩამონგრევის საფრთხის გამო მაშველევმა ადგილობრივი საავადმყოფოდან ხალხის ევაკუაციაც განახორციელეს.

დღის ამბები