08 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს აზერბაიჯანს უჭერს

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს აზერბაიჯანს უჭერს.

განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში გააკეთა, სადაც ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობდა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ისლამური ქვეყნების ლიდერებმა აზერბაიჯანის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა სამიტის დასკვნით კომუნიკეშიც გამოხატეს.

მთიან ყარაბაღში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო დღეების განმავლობაში 118-ჯერ დაარღვია.  

დღის ამბები