08 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია ეგვიპტეში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა

ანტისამთავრობო აქცია ეგვიპტეში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები გარიგებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, ეგვიპტემ წითელ ზღვაში მდებარე ორი კუნძული საუდის არაბეთს უნდა გადასცეს.

კაიროსა და ალექსანდრიის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა შეთანხმების გაუქმება და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლიციამ ორივე ქალაქში 80-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. 

დღის ამბები