08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
დასავლეთი ჩრდილოეთ კორეას, მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების მცდელობის გამო, დამატებითი ზომების მიღებით ემუქრება

მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების მცდელობის გამო დასავლეთი ჩრდილოეთ კორეას დამატებითი ზომების მიღებით ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ ფხენიანის ქმედება ორგანიზაციის რამდენიმე რეზოლუციის აშკარა დარღვევაა და ისინი მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან.

ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან ბალისტიკური რაკეტა გუშინ დილით გაუშვეს, თუმცა, მისი გამოცდა წარუმატებლად დასრულდა.

რაკეტა პირველად 2010 წელს გამართულ სამხედრო აღლუმზე უჩვენეს. მისი მოქმედების რადიუსი 3 ათასი კილომეტრია. 

 

 

დღის ამბები