08 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
რომის პაპმა კუნძულ ლესბოსზე მიგრანტები მოინახულა

რომის პაპი, სოლიდარობის ნიშნად, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე ჩავიდა და მიგრანტები მოინახულა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ერთ-ერთ ცენტრს ეწვია, სადაც 3 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს. მათ ნაწილს თურქეთში დეპორტაციაც ემუქრებათ.

პაპი ფრანცისკეს თქმით, მისი ვიზიტის მიზანი იყო, საკუთარი თვალით ენახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა.

რომის პაპმა მიგრანტებს უთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან და მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ.

დღის ამბები