08 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ბალტიის ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს რუსული ბომბდამშენი მიუახლოვდა

მორიგი ინციდენტი რუსულ და ამერიკულ სამხედრო ავიაციას შორის. ბალტიის ზღვის თავზე ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს რუსული ბომბდამშენი მიუახლოვდა. ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკული მზვერავი ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, როდესაც მას სუ 27 15 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და რამდენიმე აგრესიული მანევრი განახორციელა.

დენი ჰერნანდესმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თუნდაც ერთი პილოტის ასეთ სახიფათო ქმედებებს შესაძლოა ესკალაცია მოჰყვეს, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება. მან რუს კოლეგებს წინდახედულობისკენ მოუწოდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე გაფრთხილებაა რუსეთისთვის. მას შემდეგ რაც სუ 27 ამერიკულ სამხედრო ხომალდს მიუახლოვდა და შეტევის იმიტირება მოახდინა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სამხედროებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სრული უფლება ჰქონდათ.

დღის ამბები