08 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
რომის პაპმა საბერძნეთიდან 12 სირიელი დევნილი წაიყვანა

რომის პაპმა საბერძნეთიდან 12 სირიელი დევნილი წაიყვანა. კუნძულ ლესბოსზე მდებარე დევნილთა ბანაკის მონახულების შემდეგ, პონტიფიკოსმა სამი ოჯახის დახმარება გადაწყვიტა და ისინი მცირეწლოვან შვილებთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით ვატიკანში გადაიყვანა.

პაპი ფრანცისკე ლესბოსის კუნძულზე, სადაც 3 ათასი არალეგალი იმყოფება და თურქეთში დეპორტაციას ელოდება, გუშინ ჩავიდა. მან არალეგალების კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს მიგრანტების დახმარებისკენ. ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არალეგალების წაყვანით პაპმა მათ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

დღის ამბები