08 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ვაშინგტონმა გუანტანამოს ციხიდან 9 მსჯავდებული გაათავისუფლა და საუდის არაბეთს გადასცა

ვაშინგტონმა გუანტანამოს ციხიდან 9 მსჯავდებული გაათავისუფლა და საუდის არაბეთს გადასცა. ყველა მათგანი წარმოშობით იემენელია და სასჯელს ტერორიზმთან კავშირის გამო იხდიდა. ყველა მათგანი უკვე ერ-რიადში იმყოფება, სადაც რამდენიმე დღეში ბარაკ ობამასაც ელოდებიან. პ

ატიმრების გადაცემა საუდის არაბეთისთვის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ბარაკ ობამამ რამდენიმე წლის წინ გაახმოვანა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის დახურვა და მსჯავდებულების სხვა ქვეყნებში გაგზავნა გადაწყვიტა. ერ-რიადი 9 პატიმრის მიღებას დასთანხმდა. გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 80 ადამიანი რჩება.

დღის ამბები